понедельник, 19 апреля 2010 г.

                      მეტალის წვა და ალი
"არგო".
ახალი არგონავტები"


ეკიპაჟის ავტოგრაფებით. 1984წ.
ცხვარჩიტა.
ტოტემური სკულპტურები.
ბრინჯაოს ვერძი
სამკაულები.


(შ.ჩართოლანი)
მზია და ზეზვა
                               
                              მოგზაურობა ოქროს საწმისის ქვეყანაში





XX საუკუნის დამლევს საქართველოში არქეოლოგებმა და პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვენს პლანეტაზე ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი მოდგმის “ჰომო ერექტუსის” (გამართული ადამიანი) ჩონჩხის ნაწილები, რომლის ასაკი ორ მილიონ წელს აღწევს. ფრანგმა ანთროპოლოგებმა ჩონჩხის მიხედვით აღადგინეს მათი პირვანდელი სახე. ქართველებმა მათ სიყვარულით შეარქვეს ქართული სახელები: ქალს - მზია, კაცს - ზეზვა. მზია და ზეზვა ევრაზიის უძველესი მოსახლენი არიან.



უფრო ადრე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო ქვის ხანის კულტურები ქვედა პალეოლითიდან ნეოლითამდე. ამგვარად, ადამიანის განვითარების ხანგრძლივი ევოლუციური პროცესი მოიცავს ქვის ხანის ყველა კულტურულ პერიოდს, ენათესავება წინა აზიის სათანადო პერიოდის კულტურებს და განსაზღვრავს პირველყოფილი ადამიანის საცხოვრისის გეოგრაფიულ არეალს. მეცნიერებმა საქართველოს ტერიტორია პლანეტის იმ რეგიონების რიცხვში შეიყვანეს, სადაც მიმდინარეობდა ადამიანის ფორმირება და საიდანაც მოხდა ევრაზიის სხვა რეგიონებში ადამიანთა განსახლება.



ნეოლითში ქვის იარაღების სრულყოფამ, წარმოებითი მეურნეობის - მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებამ, ადამიანის ბინადარ ცხოვრების წესზე გადასვლას შეუწყო ხელი. საქართველო და, ზოგადად, წინააზია, მდიდარ ბიომს წარმოადგენდა და ყველა პირობას ქმნიდა ახალი სახის მეურნეობის ჩასახვა-განვითარებისათვის - აქ უხვად მოიპოვებოდა საკვები მცენარეულობა, ეს რეგიონი ხომ ხორბლეულის აბორიგენული ჯიშების სამშობლოდ ითვლება.



ძვ. წ. IV ათასწლეულიდან სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარებამ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია. გაჩნდა სახვნელი იარაღი, მსხვილფეხა საქონელი გამწევ ძალად გამოიყენეს, განვითარდა სამთამადნო-მეტალურგიული წარმოება, რამაც გაზარდა მამაკაცის როლი მეურნეობრივ საქმიანობაში და მატრიარქატი პატრიარქატით შეცვალა.



გვიანბრინჯაოს - ადრერკინის ხანაში დასავლეთ საქართველოში ვითარდება კოლხური ცივილიზაცია. ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში ხდება ქართველური ტომების – სვანების, ქართებისა და მეგრელ-ჭანების კონსოლიდაცია, ერთიანი კულტურის მქონე მძლავრი კოლხეთის სამეფოს ფარგლებში.



კოლხეთი ის ძველი ქვეყანაა, რომლის დიდება და ბრწყინვალება თვალნათლივ აისახა თქმულებაში არგონავტების შესახებ. მითის ძველბერძნული და რომაული წყაროების მრავალფეროვან ვარიანტებში მეტად საინტერესო მასალაა მოყვანილი კოლხეთში ქართველურ ტომთა გაერთიანებაზე, მათი გავრცელების გეოგრაფიაზე, წეს-ჩვეულებებზე, კულტურაზე და სხვა.



არგონავტების მითი უძველესია - წინ უსწრებს ტროას თქმულებას (II ათასწლეულის I ნახევარი).



ლეგენდის თანახმად, ორქომენის მეფის, ათამანტის ვაჟი (ფრიქსე) და ქალიშვილი (ჰელე) ავი დედინაცვლის ვერაგობისაგან დასაცავად დედამ, ქალღმერთმა ნეფილემ საბერძნეთიდან გახიზნა მფრინავი ოქროსმატყლიანი ვერძის მეშვეობით. ჰელე ზღვაში ჩავარდა, ხოლო ფრიქსე ვერძმა აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, აიეტმა ფრიქსე შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ქალიშვილი ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი – ოქროს საწმისი, მდინარე ფასისის (რიონი) ნაპირზე დიდ მუხაზე ჩამოჰკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.



თესალიის მეფემ პელიამ თავის ძმისწულს იასონს სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი “არგო”, ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის (მდინარე რიონი) შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისს) მიადგნენ.



აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი მედეას დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.



არგონავტიკის თემა უკვდავია, იგი შემდგომ საუკუნეებში და დღესაც ფიქრის, განსჯისა და აღმაფრენის წყაროს წარმოადგენს. ბუნების შეუცნობ ძალთა მესაიდუმლე, გრძნეული მედეას სახე გაშუქდა თანამედროვე ქართულ თეატრში, პროზასა და პოეზიაში, მედეას მონუმენტური სკულპტურა 1969 წლიდან ამშვენებს ბიჭვინთის სანაპიროს და სხვა.



მითი არგონავტების შესახებ ანტიკური ხანის მწერლობის დაუშრეტელ წყაროდ იქცა. იგი მთლიანად ან ეპიზოდების სახით საფუძვლად დაედო მრავალ ლიტერატურულ ქმნილებას, რომელთა შორის მხატვრული თვალსაზრისით უმთავრესია ჰომეროსის "ილიადა" და “ოდისეა” (ძვ. წ. XII-VII ს.ს.), ევრიპიდეს “მედეა” (ძვ. წ. V ს.), აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკა” (ძვ. წ. III ს.), რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის იმავე სახელწოდების პოემა (I საუკუნე) და სხვა მრავალი. ფართოდ აისახა არგონავტების მოტივები სახვით ხელოვნებაში, მუსიკაში და სხვა.



მუდმივ ინტერესს იწვევს ოქროს საწმისის რაობის გარკვევაც. ანტიკური, ელინისტური და ბიზანტიური წყაროების მიხედვით X საუკუნეში შედგენილი განმარტებითი ლექსიკონის (სვიდა) თანახმად ოქროს ბეწვიანი საწმისი, რომელიც არგონავტებმა კოლხეთში მოიპოვეს, მოვლენის პოეტურად გადმოცემული ალეგორიული ფორმაა. სინამდვილეში ეს იყო ტყავზე დაწერილი ტაბუდადებული საიდუმლო ცნობა კოლხური მეთოდით ოქროს მიღების შესახებ.



სტრაბონი (ძვ. წ. I ს.) თავის გეოგრაფიულ თხზულებებში წერდა, რომ სვანები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმამაცითა და ძალით, მბრძანებლობენ დიოსკურიის (სოხუმის) ზემოთ მდებარე ტერიტორიაზე კავკასიონის მწვერვალებამდე, ჰყავთ ბასილევსი (წინამძღოლი), 300 კაცისაგან შემდგარი საბჭო და შეუძლიათ შეკრიბონ 200000 კაციანი ლაშქარი. სვანეთში მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, რასაც სვანები დახვრეტილი ვარცლებითა და ბეწვიანი ტყავებით აგროვებენ. აქედან გავრცელდა მითი ოქროს საწმისიან ტყავზე - ამბობს სტრაბონი.



პლინიუსის (I ს.) ცნობით, კავკასიის მთებში ცხოვრობენ დაუმორჩილებელი სვანები, რომლებიც ეწევიან ოქროს მოპოვებას, ისინი ცნობილნი არიან თავიანთი ოქროს საწმისებით.



აპიანე (II ს.) “რომის ისტორიის” XII წიგნში ("მითრიდატეს ომების ისტორია") წერს: კავკასიონიდან მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. გარშემო მცხოვრებლები ნაკადში ხშირბეწვიან ცხვრის ტყავებს დებენ და მათზე დალექილ ქვიშას აგროვებენ. სწორედ ამგვარი იყო აიეტის ოქროს საწმისი.



არგონავტიკის თემა აისახა სვანურ მითოლოგიაშიც. ამჟამად სვანეთი ლოკალიზებულია მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის აუზებში. ანტიკურ ხანაში კი, გადმოცემის თანახმად, სვანების გავრცელების არეალი კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილსა და კავკასიონის სამხრეთ ფერდობებს მოიცავდა მდინარე რიონის აუზიდან მდ. კოდორის ხეობამდე. სვანეთის მთებში არქეოლოგიური ძიების შედეგად, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე გამოვლენილია მრავალი სამთო-მეტალურგიული კერა, რომელიც თავის პროდუქციით ამარაგებდა არა მარტო კოლხეთის სამეფოს, არამედ კავკასიის სხვა რეგიონებსაც. მდიდარ არქეოლოგიურ მასალაში ჭარბობს ადგილობრივი წარმოების საგნები - კოლხური ცული, შუბისა და ისრის ბუნიკები, ხის დამამუშავებელი საჭრის-საკვეთები, სამიწათმოქმედო იარაღები, მრავალფეროვანი ოქროსა და ბრინჯაოს მხატვრული ნაკეთობანი, სამკაულები, ქინძისთავები, სამაჯურები, ძეწკვები, ავგაროზები. ამავე დროს აღმოჩენილია ბერძნული სამყაროს სხვადასხვა ცენტრებში - სირიაში, ფინიკიასა და ეგვიპტეში დამზადებული ნივთებიც - მინის მძივები, სამკაულები, ვერცხლისა და თიხის ჭურჭელი და აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის ნუმიზმატიკური მასალა - ალექსანდრე მაკედონელის, ლისიმაქეს, ასევე უფრო გვიანდელი ბიზანტიური ოქროს მონეტები, ადგილობრივი, “კოლხური თეთრის” სახელწოდებით ცნობილი ვერცხლის ფული და სხვა. აღასანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი მაკედონელის ოქროს მონეტების დიდი უმრავლესობა სვანეთშია მოპოვებული. ყოველივე მეტყველებს კოლხეთისა და, კერძოდ, სვანეთის მჭიდრო კონტაქტებზე გარე სამყაროსთან. ამავეს ამტკიცებს ყირიმში, თურქეთში, ტრაპიზონის მახლობლად, შუა აზიაში, ფერგანის ველზე აღმოჩენილი კოლხური მონეტები, რაც ქართული ფულის საერთაშორისო ბრუნვაში მონაწილეობაზე მიუთითებს.



არქეოლოგიური მასალა გამოფენილია სვანეთში, დაბა მესტიის არქეოლოგიურ მუზეუმში.



არგონავტების თქმულებასთან მიმართებაში აღსანიშნავია, სვანეთის სხვადასხვა სოფლებში არქეოლოგების მიერ მიკვლეული ცხვარჩიტას ბრინჯაოს მინიატურული სკულპტურული ქანდაკება, რომელიც სტილიზებული ვერძის თავისა და ფრინველის ტანის სიმბიოზს წარმოადგენს. ასეთ ნივთებს, როგორც წესი, ტოტემურ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში უდაოდ საქმე გვაქვს ოქროს საწმისის ლეგენდის ანარეკლთან.



1984 წელს იგლისელი მეცნიერის ტიმ სევერინის ექსპედიციამ, ანუ “ახალმა არგონავტებმა”, გაიარა ის გზა, რაც სამი ათასი წლის წინათ ლეგენდარულმა იასონმა თავისი “არგოთი”. ტიმ სევერინმა საბერძნეთის ქ. ვოლოსიდან ეგეოსის ზღვის, დარდანელის სრუტის, მარმარილოს ზღვის ბოსფორის სრუტისა და შავი ზღვის გავლით ქ. ფოთს (ფასისი) მიაღწია და იქიდან მდინარე რიონით ქუთაისში (კუტაია) ჩავიდა. ტიმ სევერინის მგზავრობამ დაამტკიცა არქაული ზღვაოსნური საშუალებების გამოყენებით არგონავტების თქმულებაში აღწერილი მოგზაურობის შესაძლებლობა. ახალმა არგონავტებმა სვანეთიც მოინახულეს, როგორც ლეგენდარული ოქროს საწმისის ადგილსამყოფელი - სვანეთი ხომ ერთადერთი კუთხეა, სადაც დღევანდლამდე შემონახულია მდინარეებიდან ოქროს გამოლექვის საკრალური საიდუმლო.

понедельник, 12 апреля 2010 г.

URL=http://smajliki.ru/smilie-552512199.html][IMG]http://s6.rimg.info/c36fbeae4034ff4fc0370b7b5686fc38.gif[/IMG][/URL]
[URL=http://smajliki.ru/smilie-552512199.html][IMG]http://s6.rimg.info/c36fbeae4034ff4fc0370b7b5686fc38.gif[/IMG][/URL]

пятница, 9 апреля 2010 г.

http://www.youtube.com/watch?v=88EXXngK_KU
                                 მეტალის ოქსიდი
მეტალთა საერთო ქიმიური თვისებები




მეტალთა ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მეტი საერთო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათი ატომები შედარებით ადვილად გასცემენ ელექტრონებს და გარდაიქმნებიან დადებითად დამუხტულ იონებად. ქიმიურად უფრო აქტიურია ის ლითონი, რომლის ატომები უფრო ადვილად გასცემს ელექტრონებს. მეტალები ძლიერი აღმდგენელებია. მეტალები რეაქციაში შედიან არამეტალებთან: ჟანგბადთან, გოგირდთან, ჰალოგენებთან, აზოტთან, ფოსფორთან. რეაქციაში შედიან მჟავებთან და წყალთან.
ელემენტების სამ-მეოთხედზე მეტი მეტალებია. ჩვეულებრივ პირობებში თითქმის ყველა მეტალი მყარია, მხოლოდ ვერცხლისწყალი გვხვდება თხევად მდგომარეობაში. მეტალთა უმრავლესობა მკვრივი და ბზინვარეა, თანაც ადვილად ყალიბდება, ამიტომ მრავალნაირად გამოიყენებენ. მეტალები ელექტროდენს და სითბოს კარგად ატარებენ. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მტკიცეა. მეტალები ჭედადია, ბევრი მათგანი პლასტიკურიცაა.




გარდა მსგავსებისა მეტალებს შორის განსხვავებაც არსებობს. ისეთები როგორებიცაა: კალა,ტყვია და ალუმინი, რკინისა და სპილენძისგან განსხვავებით, უფრო რბილი, სუსტი და შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დნობადი მეტალებია.



ზოგიერთი მეტალები როგორიცაა:კალიუმი და ნატრიუმი, რეაქციაში კარგად შედის, ზოგი კი მაგალითად: ოქრო, და პლატინა, არააქტიურია, ოქრო ბუნებაში სუფთა სახითაა აღმოჩენილი. დანარჩენ მეტალთა უმეტესობა ქანებში მინერალების სახით მოიპოვება, სადაც ისინი არამეტალებთან ერთადაა.მაგალითად რკინის ძირითადი მინერალები, რკინისა და ჟანგბადის ნაერთებია.



მეტალების გამყარება შესაძლებელია მათი გადნობითა და შენადნობების დამზადებით.
http://www.youtube.com/watch?v=YvN8zFhWn04